გასული ორი თვის განმავლობაში მოხდა უამრავი შეტევა “ბოტების” მიერ სერვერებზე. “ბოტები” Paxful-ის უსაფრთხოების პარამეტრების “გატეხვას” და მისი მომხმარებლების ინფორმაციის მოპარვას ცდილობდნენ.
Paxful-ი არის peer-to-peer კრიპტოვალუტის ბაზარი, რომელიც განახლებადი უსაფრთხოების პროტოკოლებით ხასიათდება და სწორედ ამის წყალობით მოახერხა გასულ თვეებში დაახლოებით 220,000 “ბოტის” შეტევა და სხვადასხვა სახის ჰაკერული თავდასხმის მოგერიება.
იმავე პერიოდში ჰაკერებმა მოახერხეს KuCoin-ის ბირჟაზე 200 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოპარვა, ხოლო კიდევ ერთმა შეტევამ Eterbase-სგან 5,4 მილიონი დოლარი მოიპარა.
Paxful-მა აღნიშნა, რომ სავარაუდო თავდამსხმელები ცდილობდნენ ავტომატიზირებული “ბოტების” გამოყენებას, რათა მომხმარებლების ანგარიშებზე წვდომა ჰქონოდათ.
“”ბოტები”, რომელთა თანახმად წარმოიქმნება გლობალური ტრაფიკის დაახლოებით მეოთხედი, დე-ფაქტო პროგრამებია, რომლებიც ემსახურებიან რეალური მოწყობილობის მოქმედებებს საჭირო მიზნებისთვის. დღეს ისინი დიდი თავის ტკივილია ელექტრონული კომერციის ბიზნესისთვის, რადგან კიბერდამნაშავეები იყენებენ მათ ფულის მოპარვისთვის, მომხმარებლების სერთიფიკატების ან სხვდასხვა სახის შეტევის განსახორციელებლად”,-ნათქვამია Paxful-ის განცხადებაში.