ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კრიპტოვალუტის ბირჟას ახალი ოფისი აზიის ბაზარზე ექნება, რაც ამ რეგიონის კრიტომოვაჭრეებს დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს.
OKCoin–ის განცხადების თანახმად, სინგაპურში კრიპტო ბირჟა კარს უხსნის ტრეიდერებს, მას შემდეგ რაც, ხუთი თვის შემდეგ, აღნიშნულმა კომპანიამ მიიღო სათანადო დასტური და ლიცენზია რეგიონის ფინანსური მეთვალყურე ინსტიტუციისაგან.
OKCoin-ი მომხმრებელს სინგაპურის დოლარის მხარდაჭერას სთავაზობს და აცხადებს, რომ კლიენტებს შეუძლიათ ბიტკოინითა და ეთერიუმით ვაჭრობაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ოფისი აზიისა და ოკეანეთის მომხმარებლებს მოემსახურება.
კრიპტოვალუტის ბირჟის ოფისის გენეალურმა მენეჯერმა, ხაირი აზმიმ აღნიშნა, რომ OKCoin–ი დაიცავს ყველა რეგიონში მარეგულირებლის მიერ დადგენილ ნორმებს ფინანსური ვაჭრობისთვის და სრულად უზრუნველყოფს, რომ რეგიონის ფინანსური რეგულაციების ორგანომ და მომხმარებლებმა მიიღონ ყველა კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელი მომსახურება.
მიუხედავად იმისა რომ, მარეგულირებლის კრიტერიუმები საკმაოდ მაღალია, ბირჟამ მოახერხა და მალევე მიიღო დასტური ვაჭრობაზე, გამოცდილებიდან და სანდოობიდან გამომდინარე.