ჩინეთის სახალხო ბანკი Metaverse-ის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი

0
919

Tencent-ი და Huawei Metaverse-თან დაკავშირებულ სავაჭრო ნიშნებს იძენენ. ათასზე მეტმა ჩინურმა კომპანიამ წარადგინა Metaverse-სთან დაკავშირებული სავაჭრო ნიშნის განაცხადი.

ეს კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩინეთის სახალხო ბანკმა ნოემბერში Metaverse-ისა და NFT-ის შესახებ კომპანიები გააფრთხილა.

ნოემბერში გამართულ სამიტზე, გოუ ვენჯუნმა, სახალხო ბანკის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და ანალიზის ცენტრის დირექტორმა, გაფრთხილება ციფრული ვალუტების რისკის შესახებ გამოსცა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ კრიპტოვალუტებს არ აქვთ ფიზიკური საფუძველი, მათი გამოყენება შესაძლებელია არალეგალური ფინანსური საქმიანობისთვის.

გოუ ვენჯუნმა მსგავს საქმიანობებს შორის დაასახელა ისეთი აქტივობები, როგორიცაა არალეგალური თანხების მოზიდვა, პირამიდული სქემები და თაღლითობა. თუმცა, ბანკის გაფრთხილებების უგულებელყოფით, ჩინურმა კომპანიებმა სასწრაფოდ დაარეგისტრირეს Metaverse-თან დაკავშირებული სასაქონლო ნიშნები.

South China Morning Post-ის ცნობით, 1360-ზე მეტმა ჩინურმა კომპანიამ 8534 სავაჭრო ნიშნის განაცხადი წარადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი