Nvidia–ს ფინანსური ოფიცერი ამბობს, რომ კომპანიას შეუძლია განაახლოს მაინინგის სპეციფიკური გრაფიკული ბარათების გამოშვება, თუ კრიპტოვალუტის მაინერების მოთხოვნა გაიზრდება.
კომპანია ციფრული ვალუტის მაინინგისთვის საჭირო აპარატურას ამზადებს. Nvidia–მ გადაჭრა ახალი RTX 3000 პროდუქტის უკმარისობის პრობლემა.
Nvidia–ს ფინანსური ოფიცრის, კოლეტ კრესის თქმით, მაინინგი გასართობი საქმიანობიდან ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მაინინგის ციფრული ვალუტის ბიზნესი მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რომელზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
კომპანიის ფინანსური ოფიცერი ვარაუდობს, რომ მაინერების მოთხოვნის ზრდა კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს კომპანიის პროდუქციის განვითარებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის ფასების მერყეობა მაინინგის კომპანიებზე განსაკუთრებულად მოქმედებს. მაგალითად, 2018 წლის მიწურულს კრიპტოვალუტების ბაზარის ვარდნა Nvidia-ს აქციების ღირებულებაზეც აისახა. უფრო კონკრეტულად კი, ციფრული ვალუტების კურსის დაცემამ კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა შეამცირა.