Binance რუსეთს ტოვებს

0
513

Binance, მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა, რუსეთს ტოვებს და რუსეთში არსებულ ბიზნესს ყიდის კომპანიაზე, რომელმაც ოპერირება სამშაბათს, 26 სექტემბერს, დაიწყო.

Binance-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გეგმავენ მომდევნო თვეების განმავლობაში შეწყვიტონ ყველა ტიპის მომსახურება და ბიზნეს ოპერაციები და აქტივებს მიყიდის ახლად შექმნილი კომპანიას – CommEX-ს. ამ ეტაპზე, გაურკვეველია ის, თუ რა ფასად ყიდის Binance-ი თავის აქტივებს.

პროცესის დასრულების შემდეგ, Binance-ი არ მიიღებს შემოსავლების წილს და სხვა რაიმე ტიპის თანამშრომლობას ახალ კომპანიასთან. “განსხვავებით, სხვა საერთაშორისო კომპანიებისგან” – განაცხადა კომპანიამ.

ეს ნაბიჯი მოჰყვა ორი თვის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კრიპტოვალუტის ბირჟა მომხმარებელს დაეხმარა რუსული სანქცირებული ბანკებიდან თანხა ქვეყნის გარეთ გაეტანათ. “ვფიქრობთ, რომ რუსეთში ოპერირება არ შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას” – თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.

ბაინანსის აქტივები შეიძინა CommEX-მა, რომელმაც სამშაბათს დაიწყო ოპერირება. ახალი კომპანიის ვებსაიტზე მცირე ინფორმაციაა კომპანიის წარსულზე, თუმცა ნათქვამია, რომ მას მხარს უჭერს უმაღლესი დონის კრიპტო VC [ვენჩურული კაპიტალი], თუმცა ნახსენები არაა კონკრეტულად რომელი.

Binance-ი კვლავ ბაზრის ლიდერი რჩება, მიუხედავად ბაზრის წილის ვარდნისა და მისი მფლობელის მიმართ მიმდინარე გამოძიებებისა. კომპანია კვლავ აშშ-ს მიერ წარმართული გამოძიების და სასამართლოს მოლოდინშია. კომპანიას მნიშვნელოვანი რეგულაციების დარღვევას ედავებიან, მათ შორისაა უკანონო წვდომა მომხმარებლების ბაზებზე, უსაფრთხოების რეგულაციების უგულებელყოფა და მომხმარებლების კუთვნილი თანხების შერევა ჟაოს (კომპანიის მფლობელის) კუთვნილ ფონდებთან.

კრიპტო სამყაროს სიახლეებს წარმოგიდგენთ – Coinet Crypto

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი