Morgan Stanley ბიტკოინში ინვესტიციას განიხილავს

0
1301

Bloomberg– ის ინფორმაციით, Morgan Stanley Investment-ი ბიტკოინში ინვესტიციის განხორციელებას განიხილავს.

სტატიაში ნათქვამია, რომ Morgan Stanley Investment Management–ის შვილობილი კომპანია, რომლის მენეჯმენტში 150 მილიარდი დოლარია, კრიპტოვალუტის ინვეტიციის საკითხს იკვლევს.

აღნიშნული შვილობილი კომპანია Counterpoint Global-ია.

ბიტკოინის მიმართ მზარდი ინტერესი სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანიამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია იანვარში განახორციელა, როდესაც MicroStrategy-ს 10%-იანი წილი შეისყიდა.

აღსანიშნავია რომ, Morgan Stanley Investment-ი არ არის ერთადერთი საბანკო ინსტიტუტი, რომელიც ცდილობს კრიპტო სექტორში შესვლას. ცოტა ხნის წინ, JP Morgan–მა და Visa–მ კიდევ ერთხელ დაადასტურეს კრიპტო გადახდის სერვისების შესახებ გეგმა.

ამასთანავე, ორივე კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი შემდგომი განვითარებისათვის, თუ ამას კლიენტები მოითხოვდნენ.

Counterpoint Global-ის მიერ ბიტკოინის ინვესტიციად განხილვა საყურადღებოა ორი ძირითადი მიზეზის გამო.

პირველ რიგში, Morgan Stanley არის აშშ–ს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი და მისი გავლენა საბანკო სექტორზე უდიდესია. მეორეც, ეს მას შემდეგ ხდება, რაც ბანკმა გააფართოვა თავისი აქტივები MicroStrategy-ში. აღნიშნულმა კომპანიამ დღემდე ბიტკოინში მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვა.

მნიშვნელოვანია რომ, კომპანიის განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასმა მოიმატა. ახალი ამბის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბიტკოინის ფასი თითქმის 4%-ით დაეცა 48,000-დან დ 46.252 დოლარამდე. მას შემდეგ რაც, Morgan Stanley Investment-ის შესაძლო ინვესტიციაზე გავრცელდა ინფორმაცია ბიტკოინის ფასი 48.000 დოლარამდე გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი