MicroStrategy–ს აღმასრულებელმა დირექტორმა შეიძლება 200 მილიონი დოლარის ლიკვიდაცია ბიტკოინში მოახდინოს.
მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ MicroStrategy–ის სარეზერვო ფონდების 400 მილიონ დოლარიანი ანგარიშების ლიკვიდაცია ნებისმიერ დროს შეუძლია.
კრიპტო აქტივის ამხელა რაოდენობის გაყიდვამ შეიძლება, ადვილად გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფასის ვარდნა. როგორც ეს მოხდა ივნისში, როდესაც ანალიტიკოსების ნაწილმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 9000 დოლარამდე დაეცემოდა.
ცნობილი გახდა, რომ MicroStrategy-მ 79,000 დოლარის ბიტკონი შეიძინა.
”მისი ლიკვიდაცია შეგვიძლია კვირის ნებისმიერ დღეს, დღის ნებისმიერ საათში”, – აღნიშნა სეილორმა. ”თუ 200 მილიონი დოლარის ბიტკოინის ლიკვიდაცია დამჭირდა, მჯერა, რომ ამის გაკეთება გასულ და მომავალ კვირაშიც შემეძლება”.
საუბარია MicroStrategy–ს მიერ 11 აგვისტოს შეძენილ 21,454 ბიტკოინზე, რომელშიც 250 მილიონი დოლარი გადაიხადეს. აღნიშნული კაპიტალი კი კომპანიის ძირითად აქტივს შეადგენს.
საწყისი ინვესტიციის შემდეგ კი, კომპანიამ დამატებითი 16,796 ბიტკოინი 175 მილიონ დოლარად შეიძინა.