Microsoft-ი Blockchain-ზე დაფუძნებულ დეცენტრალიზებული ციფრული “ID ბარათის” შემოღებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ე.წ. ID ბარათი აპლიკაცია იქნება.
ამის პარალელურად, მედიაში იწერება, რომ Microsoft-ი ციფრული იდენტურობის ახალ მოდელს ეძებს, რომელსაც არ უნდა აკონტროლებდეს ცენტრალიზებული დაწესებულება და გარანტია უნდა იყოს კერძო მონაცემების სრული დაცვის. აპლიკაცია ადამიანებს საშუალებას მისცემს ელექტრონულად აკონტროლონ საკუთარი ციფრული მონაცემები.
დეცენტრალიზებული სისტემების რაოდენობის სტანდარტების გათვალისწინებით, Microsoft-ი აცხადებს, რომ Blockchain-ის ტექნოლოგია და პროტოკოლები “საკმაოდ შეეფერება” იმ ამოცანას, რომელშიც აღნიშნულია:
“ზოგიერთი საჯარო Blockchain-ი (ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაიტკოინი და ა.შ.) უზრუნველყოფს მყარ საფუძველს Microsoft-ის ID-ის შექმნისათვის”.
აპლიკაცია, რომელიც 2016 წლის აგვისტოში შეიქმნა დღესდღეობით, კომპანიის მილიონობით თანამშრომელი იყენებს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ოქტომბერში Cointelegraph-ი იუწყებოდა, რომ გლობალური მასშტაბით სხვადასხვა მთავრობის მიერ საუბარი მიმდინარეობდა Blockchain-ზე დაფუძნებული საიდენტიფიკაციო სისტემების შესახებ. Blockchain-ზე დაფუძნებული საიდენთიფიკაციო სისტემები მოქალაქეებსა და კორპორაციებზე სახელმწიფოს კონტროლის საშუალებას აღარ მისცემდა.