განახლებული Meta-ს ახალი ამბების პოსტის თანახმად, მარკ ცუკერბერგის ხელმძღვანელობით კომპანიამ დაიწყო თავისი NFT-ის გაფართოება აფრიკის, აზია-წყნარი ოკეანიის, ახლო აღმოსავლეთის ქვენებში და ამერიკის ბევრ შტატში.
ეს მოიცავს Coinbase Wallet-თან და Dapper-თან საფულის კავშირების მხარდაჭერის დამატებას, ასევე Flow-ს Blockchain-ზე მოჭრილი ციფრული კოლექციების გამოქვეყნების შესაძლებლობას.
“NFT-ის გამოსაქვეყნებლად საჭიროა უბრალოდ ციფრული საფულე Instagram-თან დაკავშირდეს”,- ნათქვამია აღნიშნულ პოსტში.
მესამე მხარის საფულეების ინტეგრაცია Rainbow-თან, MetaMask-თან, Trust Wallet-თან, Coinbase Wallet-თან და Dapper Wallet-თან თითქმის დასრულებულია, მხოლოდ რომლებთანაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს პარტნიორობის გაფორმება მალევე დაემატებიან პროქტს.
ამ დროისთვის მხარდაჭერილია Polygon-ი და Flow.
„ჩვენ გავავრცელებთ NFT-ის კიდევ 100 ქვეყანაში. ახლა უფრო მეტ ადამიანს, შემქმნელსა და ბიზნესს შეუძლია აჩვენოს თავისი NFT-ები instagram-ზე. ჩვენ ასევე ვიწყებთ CoinbaseWallet-ის ინტეგრაციას hellodapper-თან და flow blockchain-ის მხარდაჭერას”,- განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.