ერთ-ერთი პოპულარული ელ-ფოსტის კომპანია Mailchimp-ი უკანასკნელია, რომელმაც კრიპტოვალუტისა და ICO-ს რეკლამა აკრძალა.
აკრძალვის შესახებ კომპანიის ახალი მომსახურების პირობებშია აღნიშნული, ხოლო მომსახურეობის პირობები 29 მარტს განახლდა.
კრიპტოვალუტა Mailchimp-ის “აკრძალული ინფორმაციის” განყოფილებაში უკვე მოხვდა. კომპანია ამ ფაქტს ასე განმარტავს:
“კომპანია კრძალავას MailChimp-ი ხელშემწყობად ან მხარდასაჭერად გამოყენებას კრიპტოვალუტის გაყიდვის, ტრანზაქციის, ვაჭრობის შენახვის რეალიზაციის და პროდუქციის კუთხით”.
აკრძალვა ICO-საც შეეხო.
Mailchimp-მა მომხმარებელისთვის გაგზავნილ ელ-ფოსტაში ნათქვამია, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის რეკლამის სრულად აკრძალვის შესახებ.
ელ-ფოსტა აცხადებს, რომ ვირტუალური ვალუტა ხშირად ასოცირდება თაღლითურ გარიგებებთან ამიტომ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მომხმარებელთა დაცვის მიზნით გაანახლოს საკუთარი პოლიტიკა, რათა დაიცვას მილიონობით ბიზნესი, რომელიც MailChimp-ს საკუთარი მარკეტინგისთვის იყენებს.
შეგახსენებთ, რომ Mailchimp-ის მიერ კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვის პოლიტიკა 30 აპრილამდე ძალაში არ შევა.