Coinbase–ის კონკურენტი Kraken-ი მობილურის გამოყენებით კრიპტოვალუტის ვაჭრობას აშშ–ში იწყებს.
კრიპტოვალუტის ერთ-ერთმა მთავარმა გლობალურმა ბირჟამ Kraken–მა მობილური კრიპტო სავაჭრო პროგრამა შექმნა.
კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ახალი აპლიკაცია ახლა ხელმისაწვდომია აშშ-ს უმეტეს ნაწილში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, როგორც iOS, ასევე Android მომხმარებლებისთვის.
აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს სმარტფონების საშუალებით მოახდინონ 50-ზე მეტი სავაჭრო ოპერაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აპლკაცია ევროპაში ჯერ კიდევ იანვარში გამოჩნდა.
”ეს სამომხმარებლო აპლიკაცია ჩვენი მომხმარებლების ფართო გაცნობის მხარდაჭერის პირველი მთავარი ნაბიჯია ბევრად უფრო გამარტივებულ, ადვილად გამოსაყენებელ ინტერფეისში”, – აღნიშნა Kraken-ის პროდუქციის მთავარმა ოფიცერმა, ჯერემი უელჩმა.
ახალი აპლიკაციის გაშვება Kraken-თან ვაჭრობის მოცულობის ფონზე ხდება, როდესაც მაისის თვეში მომხმარებლების რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა.
”ბოლო ხუთი თვე Kraken-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ჩვენ დავინახეთ ახალი კლიენტების რაოდენობის ზრდა. შესაბამისად, ამ დროს დაფიქსირდა ყველა დროის ყველაზე მაღალი სავაჭრო მაჩვენებელი“, – დასძინა უელჩმა.