Research and Markets-ის კვლევა: Blockchain-ი JPMorgan ბანკის საგზაო რუკის მთავარი ტექნოლოგიაა

0
2439

JPMorgan-ის ციფრული ინიციატივების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ Blockchain-ი ბანკის საგზაო რუკის მთავარი ტექნოლოგიაა.

ამის შესახებ ინფორმაცია Research And Markets-მა გამოაქვეყნა.

ანგარიშში გაანალიზებულია JPMorgan- ის საწარმოო სტრატეგიები, რომელიც უზრუნველყოფს ბანკებისთვის, არასაფინანსო ფირმებისა და fintech კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა.

ბანკმა განაცხადა, რომ 2018 წელს ტექნოლოგიისთვის 10.8 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, აქედან 5 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია ფინანსურ ინვესტიციებზე.

კვლევა მოიცავს JPMorgan- ის ციფრული ტრანსფორმაციის საგზაო რუკას, რომელიც პირველ რიგში Blockchain ტექნოლოგიას გულისხმობს. კვლევა ასევე ეხება, ხელოვნურ ინტელექტსაც.

ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ JPMorgan-ი მუშაობს ინვესტიციების მოზიდვისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების კუთხითაც.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, JPMorgan-ის ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ბანკი ციფრულ ოპერაციებზე გადავიდეს. ანგარიშში ასევე ნახსენებია რეკომენდაციები ბაზრის სხვა მონაწილეების მიმართაც.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს თვეში JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა ჟურნალთან “ჰარვარდის ბიზნესის მიმოხილვა” აღნიშნა, რომ JPMorgan Chase-ი Blockchain ტექნოლოგიას სხვადასხვა მიმართულებით ტესტავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი