IBC-ის უსაფრთხოების პრობლემა აქვს

0
936

Cosmos-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ IBC-ზე უსაფრთხოების პრობლემა აღმოჩენილია.

ეთან ბუჩმანმა IBC-ის ეკოსისტემის Cosmos-ის თანადამფუძნებელმა, განაცხადა, რომ აღმოჩენილია „უსაფრთხოების კრიტიკული დაუცველობა“, რომელიც ზემოქმედებს ყველა IBC-ში ჩართულ Cosmos ჯაჭვებზე, IBC-ის ყველა ვერსიისთვის.

ეთან ბუჩმანმა აღნიშნა, რომ ყველა ნაბიჯი ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად უკვე გადადგმულია. ეს კი ნიშნავს, რომ IBC ჯაჭვებზე ჩართულ ქსელზე უსაფრთოხება გამკაცრებულია.

როგორც ჩანს, ეს საკითხი მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც Cosmos-ისა და Osmosis-ის დეველოპერებმა გააძლიერეს უსაფრთხოების აუდიტი 6 ოქტომბერს BNB Chain-ზე 100 მილიონი დოლარის ექსპლუატაციის ფონზე.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში Blockchain-ის აუდიტორული კომპანიები ცდილობდნენ გაარკვიონ, თუ როგორ მიიღეს ჰაკერებმა წვდომა დაახლოებით 8000 პირად გასაღებზე, რომლებიც გამოიყენება Solana დაფუძნებული საფულეების გადინებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი