“ჭკვიანი კონტრაქტების” აუდიტორული კომპანია Hacken-ის აღმასრულებელი დირექტორი, Dyma Budorin მიიჩნევს, რომ Web3 კიბერუსაფრთხოების პროვაიდერებს პრობლემები აქვთ.
Dyma Budorin-ის აზრით, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა აუდიტში, რომელსაც მრავალი პროვაიდერი ახორციელებს, Web3 ქსელის განვითარებაზე დადებითად საერთოდ არ მოქმედებს.
ამჟამად, “ჭკვიანი კონტრაქტის” აუდიტორები არ იღებენ პასუხისმგებლობას, თუ მათ მიერ შემოწმებული ტოკენი გატეხილია კოდის შეცდომის გამო. შემაშფოთებელია, რომ 2022 წელს ყველაზე დიდი ჰაკერული მოვლენების უმეტესობა მოხდა პროექტებზე, რომლებშიც აუდიტი მესამე მხარის მიერ უკვე იყო ჩატარებული.
მედიასთან საუბრისას Dyma Budorin განაცხადა, რომ ეს საკითხი მას აწუხებს, რადგან ეს არღვევს Web3 კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიის ზრდის ტრაექტორიას.
შეგახსენებთ, რომ Web3 აუდიტორები იკვლევენ ტოკენის კოდს სხვადასხვა სიმძიმის საფრთხეების მოსაძებნად. ეს აუდიტები არ აფასებენ სხვა ფაქტორებს, როგორიცაა ბიზნეს მოდელის სიცოცხლისუნარიანობა, გუნდის გამოცდილება და ა.შ.