G20 სამიტის წევრი ქვეყნები კრიპტოვალუტის საგადასახადო რეფორმაზე მსჯელობენ

0
1593

G20 სამიტის წევრმა ქვეყნებმა კრიპტოვალუტის საგადასახადო რეფორმასა და რეგულაციის საკითხზე იმსჯელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

Jiji.com-ის ინფორმაციით, G20-ის წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ ერთობლივად წარდგენილი დოკუმენტის საბოლოო ტექსტს ასეთი სახელწოდება აქვს: “საერთაშორისო ელექტრონული საგადასახადო მომსახურების სისტემა”.

სტატიაში მითითებულია, რომ იაპონიაში არსებული კანონებით უცხოური კომპანიები, რომლებსაც იაპონიაში ფიზიკური სახის რესურსი არ გააჩნიათ ადგილობრივი მთავრობის მიერ არ შეიძლება იბეგრებოდეს.

პუბლიკაციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ G20-ის ლიდერები ცდილობენ საერთაშორისო ელექტრონული საგადასახადო მომსახურების სისტემის შექმნას.

G20 სამიტის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამ კვირაში ბუენოს აირესში შეიკრიბნენ ამ საკითხზე მუშაობას 2019 წელსაც გააგრძელებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ წელს იაპონია სამიტის პრეზიდენტი გახდება.

მიღებული გადაწყვეტილების საბოლოო ვერსია კი სავარაუდოდ, 2020 წლისთვის გამოქვეყნდება.

შეგახსნებთ, რომ ივლისში, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მეღმა G20 სამიტის მონაწილეებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვისკენ მოუწოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი