მაინინგის კომპანიას ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს

0
1061

კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია, Argo სათბური გაზების ემისიაზე დადებითად მოქმედებს.

კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანიამ განაცხადა, რომ მან მიაღწია მნიშვნელოვან ეტაპს კლიმატის ცვლილების სტრატეგიაში, რაც აგზავნის ძლიერ სიგნალს იმისას, რომ გარემოსდაცვითი მდგრადობა კვლავ რჩება მის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად.

კომპანია აცხადებს, რომ მისი კრიპტოპერაციები გახდა “კლიმატისათვის დადებითი”, ანუ მისაღები.

გარემოსდაცვითი მდგრადობის გლობალური ადვოკატირების ჯგუფის, Carbon Trust–ის თანახმად, პირველი ემისია არის პირდაპირი ემისია კომპანიის კუთვნილი ან კონტროლირებადი წყაროებიდან;

მეორე სფერო მოიცავს ელექტროენერგიის შესყიდვის არაპირდაპირ ხარჯებს; მესამე კი ემისიის ყველა სხვა არაპირდაპირ ფორმას, რომელიც ხდება კომპანიის ღირებულების ჯაჭვში.

“Argo აპირებს, რომ გახდეს ნახშირბადისგან სრულად დამოუკიდებელი. ასევე კომპანიას კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს, რაც Argo-ს გარეთ არსებული პროექტების მხარდაჭერითა და ემისიების შემცირებით გამოიხატება”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

როგორც კლიმატის პოზიტიური სტრატეგიის ნაწილი, Argo გახდა კრიპტო კლიმატის შეთანხმებისა და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ხელმომწერი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი