კრიპტო ბირჟა FTX-ის დამფუძნებელმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა, ბიტკოინის, როგორც გადახდის ქსელის ეფექტურობა გააკრიტიკა.
ამას კი კრიპტო საზოგადოების მხრიდან მძიმე რეაქცია მოჰყვა.
Financial Times-თან ინტერვიუს დროს, სემ ბანკმენ-ფრიდმა გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა, რომელიც დაკავშირებულია ბიტკოინის ქსელის მაინინგის კონსენსუსის მტკიცებულებაზე.
FTX-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ის საკმარისად მასშტაბური არ არის მილიონობით ტრანზაქციის დასაკმაყოფილებლად.
სემ ბანკმენ-ფრიდი მხარს უჭერდა მაინინგის კონსენსუსის გამოყენებას. FTX-ის დამფუძნებელი ამტკიცებდა, რომ ეს Blockchain გადახდის ქსელებს უკეთესად შეეფერებოდა.
”ის, რითიც თქვენ მილიონობით ტრანზაქციას ახორციელებთ წამში, უნდა იყოს უკიდურესად ეფექტური და მსუბუქი, ასევე გამოირჩეოდეს დაბალი ენერგიის ღირებულებით”,- აღნიშნა FTX-ის დამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, რომ სემ ბანკმენ-ფრიდმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ 2022 წელს მთავარი რეგულირების, მასშტაბირებისა და ტრანზაქციის საკითხები იქნებოდა.