FTX-ის დამფუძნებელი: 2022 წელს მთავარი იქნება რეგულირების, მასშტაბირებისა და ტრანზაქციის საკითხი

0
926

FTX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სემ ბანკმენ-ფრიდი 2021 წელს ოპტიმისტურად ასრულებს.

მისი აზრით, 2022 წელს ინდუსტრიის წინსვლის სამი საფუძველი იარსებებს: რეგულირება, მასშტაბირება და ტრანზაქციის სიჩქარე.

რეგულირების შესახებ ფრიდი აცხადებს, რომ სტაბილკოინების პროექტი შესაძლოა, საკმაოდ წარმატებულად განხორციელდეს.

FTX stablecoin-ის პოლიტიკის შესაბამისად, მან აღნიშნა, რომ მეტი გამჭვირვალობა პრობლემების 80%-ს მოაგვარებს.

უნდა აღინიშნოს, რომ FTX-ი წინასვლას განაგრძობს. მეოთხე კვარტალში კომპანიამ მომხმარებელთა რაოდენობა გააორმაგა, რითაც კრიპტო სივრცეში, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ბირჟამ ადგილი დაიმკვირდა.

ამჟამად FTX-ის ღირებულება 25 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში FTX-მა მარეგულირებელი წესების შექმნაში მზაობა გამოთქვა.

ბაჰამის კუნძულებზე დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, FTX-მა წინადადებების სია გამოაქვეყნა, რათა პოლიტიკოსებს მარეგულირებელი სისტემის შექმნაში დახმარებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი