New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ი კრიპტოვალუტის პროექტზე მუშაობს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული პროექტის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის ჯერ არაფერია ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ი გეგმავს დახვეწოს თავისი შეტყობინებათა სისტემა და კომპანიის საკუთრებაში არსებული WhatsApp-ი, Messenger-ი და Instagram-ი საერთო ინფრასტრუქტურის ქვეშ გააერთიანოს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ხელს შეუწყობს მომავალში კომპანიის კრიპტოვალუტის სისტემაში მარტივად ადაბტირებას.
New York Times-ის ცნობით, Facebook-მა დაიწყო კრიპტო პროექტი, რომელსაც PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Facebook-მა 50-ზე მეტი ინჟინერი კომპანიის ციფრული ვალუტის შესაქმნელად და განსავითარებლად დაიქირავა.
რაც შეეხება Facebook-ის ციფრული ვალუტის ცენტრალიზაციის საკითხს: როგორც კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, კრიპტოვალუტა დეცენტრალიზირებული იქნება და ისეთივე შეზღუდვები ექნება, როგორიც აქვს ბიტკოინს.
შეზღუდვებში გარდა ტექნოლოგიური დეტალებისა, მარეგულირებელი წესებიც იგულისხმება.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში მედიაში გავრცლდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას აპირებდა.