ევროკავშირის სახელმწიფოებმა Blockchain-ის განვითარებაზე ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნეს

0
1776

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიიღეს დოკუმენტი, რომელიც დახმარებას ითხოვს რეგიონში ლეჯერ ტექნოლოგიის (DLT) გამოყენების ხელშეწყობაში.

დეკლარაციას ხელი მოაწერეს საფრანგეთმა, იტალიამ კვიპროსმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და საბერძნეთმა. დეკლრაცია ბრიუსელში ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრის დროს დამტკიცდა.

მონაწილე სახელმწიფოები განმარტავენ, რომ DLT-ს ერთმა ტიპმა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიას წარმოადგენს, შეიძლება ევროპის ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს.

კერძოდ, დოკუმენტში მოყვანილია შემდეგი სექტორები: განათლება, ტრანსპორტი, გადაზიდვა, მიწის რეესტრი, საბაჟო, კომპანიის რეესტრი და ჯანდაცვა. აღნიშნული სექტორები კი შესაძლებელია, რომ Blockchain ტექნოლოგიით გარდაიქმნას. დეკლარაციაში ასევე მოხსენიებულია Blockchain-ის ტექნიკური გამოყენება მოქალაქეთა კონფიდენციალურობის დაცვისა და ბიუროკრატიული პროცედურების უფრო ეფექტურად გამოყენების კონტექსტში.

“ტექნოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს არამარტო ელექტრონული მმართველობის მომსახურების გაუმჯობესება, არამედ გაზრდილი გამჭვირვალობა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ უკეთეს საბაჟო მომსახურეობასა და საჯარო ინფორმაციის მეტ ხელმისაწვდომობას”,- ნათქვამია დოკუმენტში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი