სინტია ლუმისმა ილონ მასკს ვაიომინგში გადასვლა შესთავაზა

0
1266

Tesla-ს ბიტკოინში განხორციელებული ინვესტიციის გასაჯაროვების შემდეგ სენატორმა სინტია ლუმმისმა ილონ მასკს ვაიომინგში გადასვლა შესთავაზა.

გუშინ, Twitter–ზე სენატორმა Tesla–სა და SpaceX–ის აღმასრულებელ დირექტორს მოუწოდა, განიხილოს ერთ–ერთ ყველაზე კრიპტო მეგობრულ შტატში გადასვლა, რადგან ვაიომინგს აქვს ციფრული ვალუტის განვითარებისთვის საუკეთესო კანონები.

აღნიშნული შეთავაზება მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა. კომპანია ასევე ბიტკოინს გადახდის ფორმად მიიღებს.

სინტია ლუმისის პრესმდივანმა, ებიგეილ ქეივმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ შტატმა შეიმუშავა მარეგულირებელი სისტემა, რომელიც დააჯილდოებს ინოვაციებს, განსაკუთრებით ციფრული აქტივების სივრცეში.

”Tesla არის ინოვაციის მაგალითი და ეს შესანიშნავია, რომ ასეთი ამერიკული წარმატების ისტორია ციფრული ვალუტის ღირებულებას აღიარებს. თუ ელონ მასკს ან მის კომპანიებს სჭირდებათ ახალი სახლი, ისინი ვაიომინგზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვიან”,- განაცხადა ებიგეილ ქეივმა.

კომპანიები და ინვესტორები ვაიომინგის შტატს უყურებენ, როგორც უსაფრთხო ადგილს. თუმცა შტატს ხელსაყრელი მარეგულირებელი გარემოს შექმნაში ქეთლინ ლონგი, Wall Street-ის ყოფილი და ამჟამად Avanti Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი დაეხმარა.

შეგახსენებთ რომ, გასულ კვირას, სინტია ლუმისმა აღნიშნა, რომ ის ყურადღებას გაამახვილებს ციფრული ვალუტის კანონმდებლობაზე. იგი ასევე დაინიშნა საბანკო კომიტეტში, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ფინანსური რეგულირების საკითხებზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი