კრიპტოვალუტის სექტორის წარმომადგენლები კოალიციას ქმნიან

0
906

მსხვილი კრიპტო კომპანიები და ჯგუფები კოალიციას ქმნიან, რომელიც ბაზრის მთლიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე კრიპტოვალუტის ბირჟამ და ადვოკატირების ჯგუფმა შექმნეს კოალიცია, რომელიც ბაზრის მანიპულაციის წინააღმდეგ საბრძოლველად არის განკუთვნილი.

ბაზრის მეთვალყურეობის კომპანია Solidus Labs-მა და ციფრული ვალუტის ბირჟებმა, მათ შორის Bitstamp-მა, Coinbase-მა, BitMEX-მა და CrossTower-მა, განაცხადეს, რომ ისინი Crypto Market Integrity Coalition-ს (CMIC) ქმნიან.

CMIC-ის წესდების თანახმად, წევრებმა პირობა უნდა დადონ, რომ ციფრული ვალუტების სამართლიან ბაზარს წაახალისებენ. ეს უკანასკნელი კი ბაზრის ბოროტად გამოყენებას და მანიპულირებას ხელს შეუშლის. ამით კი საზოგადოებისაა და მარეგულირებელი ორგანოების ნდობა კრიპტოვალუტის მიმართ გაძლიერდება.

ჯგუფის დამფუძნებელი წევრები არიან: აშშ-ში დაფუძნებულ კრიპტო ადვოკატირების ჯგუფი, ციფრული კომერციის პალატა, გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული თვითრეგულირების სავაჭრო ასოციაცია, CryptoUK-ი და საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრი Global Digital Finance-ი.

გარდა ამისა, კოალიციას კრიპტოვალუტის მონაცემთა პროვაიდერი CryptoCompare-ი და Anchorage Digital-ი შეუერთდებიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი