Binance-ი პაკისტანის ფედერალური საგამოძიებო სააგენტოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული

0
740

პაკისტანის ფედერალურმა საგამოძიებო სააგენტომ (FIA) გამოძიება დაიწყო, რომელიც თაღლითურ სქემას შეეხება. როგორც ცნობილია, ინვესტორების შეცდომაში შეყვანის ხარჯზე Binance-ის გავლით საფულეებში დიდი ოდენობით თანხები ირიცხებოდა.

პაკისტანის მთავრობამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მრავალი საჩივარი მიიღო.

FIA-ს კიბერ დანაშაულის საგამოძიებო განყოფილებამ Binance-ის პაკისტანის ფილიალის მენეჯერს, ჰამზა ხანს, ბრძანება გაუგზავნა, რათა ბირჟის კავშირი თაღლითურ ონლაინ ინვესტიციებისა და მობილურ აპლიკაციებს შორის დაედგინა.

შესაბამისი კითხვარი Binance-ის კაიმანის კუნძულებზე მდებარე სათაო ოფისსაც გადაეგზავნა.

საინვესტიციო თაღლითობები პაკისტანში მარტივი გზით ხორციელდებოდა. უცნობი პირები „კლიენტებს“ სთხოვდნენ დარეგისტრირებულიყვნენ Binance-ზე და ბუნდოვანი მიზეზებით განეხორციელებინათ გადარიცხვა მესამე მხარის ანგარიშზე.

მოქალაქეების მიერ შეტანილი საჩივრების საფუძველზე 11 თაღლითური აპლიკაციის აღმოჩენა მოხერხდა. მათ მოულოდნელად შეწყვიტეს მუშაობა მას შემდეგ, რაც გარკვეული თანხები მოქალაქეებისაგან მიღეს.

FIA-ს მიერ იდენტიფიცირებული აპლიკაციებია: MCX, HFC, HTFOX, FXCOPY, OKIMINI, BB001, AVG86C, BX66, UG, TASKTOK და 91fp.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი