Coincheck-ი ოთხი კრიპტოვალუტით ვაჭრობას აკრძალავს

0
3340

2018 წლის დასაწყისში დაჰაკული იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟა, Coincheck-ი ოთხი კრიპტოვალუტით ვაჭრობას აკრძალავს. ესენია: მონერო, Zcash-ი, დეში და Augur-ი.

მარტში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბირჟამ დაადასტურა, რომ 4 ანონიმურობაზე ორიენტირებულ მონეტები ბირჟიდან მოიხსნებოდა. Coincheck-ის განცხადების თანახმად, ბირჟიდან ამოღებული იქნება ეს 4 კრიპტოვალუტა, რათა შესრულდეს ფულის გათეთრებასთან მებრძოლი ორგანოსი და იაპონიის ფინანსური მარეგულირებლის, ფინანსური მომსახურების სააგენტოს მიერ დაწესებული წესები.

მარეგულირებელი განსაკუთრებით აქტიურია შიდა კრიპტობირჟების რეგულაციის საკითხში. კერძოდ, მომხმარებელთა დაცვის კუთხით, რადგან Coincheck-მა ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს 532 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ადგილობრივად, ოფიციალურად რეგისტრირებული ბირჟები ახდენენ კონფიდენციალურობაზე კონცენტირებული ალტკოინების ვაჭრობას. მარეგულირებელმა ისიც თქვა, რომ აღნიშნული კრიპტოვალუტების კლასიფიცირება უფრო ძნელია, ვიდრე ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტისა.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, კომპანია Monex-მა, რომელმაც ახლახანს შეიძინა Coincheck, აშშ-ს ბირჟის გეგმები გაუმჟღავნა და განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროპას უფრო მკაცრი მიდგომები აქვს, ვიდრე იაპონიას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი