ევროპარლამენტი კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე იმსჯელებს

0
952

კრიპტოვალუტები, რომლებიც სამუშაოს დადასტურების სისტემას (PoW) იყენებს, ევროპაში შესაძლოა, აიკრძალოს.

გასული კვირის ბოლოს ევროპარლამენტმა კრიპტოვალუტების ბაზრების (MiCA) მიმდინარე პროექტების განხილვა უკანასკნელად გადადო.

PoW-ზე დაფუძნებული ციფრული ვალუტებით ოპერაციების მომხრეებმა ვერ მოიპოვეს საკმარისი მხარდაჭერა კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსიის გასაჩივრებისთვის.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ MiCa შეძლებს სამმხრივი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვას ევროპარლამენტსა, ევროკომისიასა და ევროპის საბჭოს შორის.

ევროპარლამენტის წევრმა შტეფან ბერგერმა, რომელსაც ადრე MiCA-ს წარდგენა დაევალა საკანონმდებლო ორგანოში, გამოაცხადა, რომ ახლა სპეციალიზებულ მარეგულირებელ კომიტეტში გადამზადება გაიარა და მზადაა აღნიშნულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე წასასვლელად.

ბერგერმა დასძინა, რომ მანდატი გასაჩივრებას ექვემდებარება, თუ ევროპარლამენტის წევრთა ერთი მეათედი (71 წევრი) წინააღმდეგი იქნება. ამ შემთხვევაში აპრილის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის მეორე ტური იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2020 წელს წარადგინა, როგორც ციფრული ფინანსური სტრატეგიის ნაწილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი