Coinbase-ი იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამმართველოსთან ითანამშრომლებს

0
1223

კრიპტოვალუტის წამყვანმა ამერიკულმა ბირჟამ Coinbase– მა კონტრაქტი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის ტექნოლოგიის შესაქმნელად გააფორმა. როგორც ცნობილია, კონტრაქტის ღირებულება 1,36 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.

კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ კრიპტოვალუტის ბირჟამ პროგრამა აშშ–ს იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამმართველოსთვის შეიმუშაოს.

ხელშეკრულება ამოქმედდა 16 სექტემბერს, რომლის თანახმადაც, Coinbase-ი 455,000 დოლარს დეპარტამენტისგან მიიღებს. თუმცა, კონტრაქტი შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდეს სამ წლამდე, რის შედეგადაც Coinbase-ს დაახლოებით 1,36 მილიონ აშშ დოლარის ანაზღაურება ექნება.

უნდა აღინიშნოს, რომ Coinbase-ი 2021 წელს განსაკუთრებით დაწინაურდა. წლის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირჟამ Routefire-ის პლატფორმა შეიძინა.

Routefire-მა შექმნა პროდუქტი, რომელიც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ავტომატურად მოძებნონ ლიკვიდურობის მრავალი წყარო, რათა იპოვონ ყველაზე ხელსაყრელი განაკვეთები როგორც ფასებზე, ასევე გადასახადებზე.

ამ ნაბიჯის შემდეგ, Routefire-ის გუნდმა Coinbase-ისთვის ინსტრუმენტებისა და მომსახურების პაკეტი შეიმუშავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი