კრიპტობირჟა Upbit-ი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა

0
1419

სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა, Upbit-ი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ბირჟიდან 342.000 ეთერიუმი არის მოპარული.

უნდა აღინიშნოს, რომ Upbit-ი სამხრეთ კორეული კომპანიის, Kakao-ს შვილობილია.

ინციდენტი დაადასტურა Upbit-ის გენერალურმა დირექტორმა.

”2019 წლის 27 ნოემბერს, 1:06 საათზე, 342,000 ეთერიუმი, რაც დაახლოებით 58 მილიარდი დოლარია, Upbeat Ethereum-ის საფულედან უცნობი წარმოშობის საფულეზე გადაირიცხა”,- აღნიშნა კრიპტობირჟის გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ევროკავშირის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის სააგენტომ, ევროპოლმა 2019 წლის ინტერნეტში ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის შეფასების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ევროპოლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კიბერდანაშაულის კუთხით გახშირებულია ციფრული ვალუტის ბირჟებზე ჰაკერების თავდასხმის ფაქტები.

2019 წლის ივნისში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ზე ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირჟიდან დაახლოებით 40.7 მილიონი დოლარი იყო მოპარული. ბირჟაზე თავდასხმის დროს უსაფრთხოების დარღვევის შესახებ სისტემამ მაშინვე მიიღო ინფორმაცია, თუმცა ჰაკერებმა 7.000 ბიტკონის მოპარვა მაინც მოახერხეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი