Blockchain ანალიტიკურმა კომპანიამ, Chainalysis-მა, ცოტა ხნის წინ, დახურა დაფინანსების ღია რაუნდი. კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე 100 მილიონი დოლარის შეგროვება მოხერხდა.
CNBC–სთან გაკეთებულ მოხსენებაში Chainalysis–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ გრონაჯერმა აღნიშნა, რომ ფულის შეგროვების რაუნდის წარმატება განპირობებული იყო კრიპტოვალუტის სექტორის დაინტერესებით.
აღნიშნულ დაფინანსების რაუნდში მონაწილეობას იღებდნენ უკვე გამოცდილებისმქონე კომპანიები, როგორიც არის Addition-ი და Ribbit-ი და ასევე ახალი ინვესტორებიც. ასეთი კომპანია არის მაგალითად, TIME Ventures-ი, რომელიც მარკ ბენიოფის საინვესტიციო ფონდია.
რაუნდის დასრულების შემდეგ ყველას ერთი კითხვა ჰქონდა, თუ კონკრეტულად რაში აპირებდა აღნიშნული თანახების დახარჯვას კომპანია, რადგან მანამდე Chainalysis-ს ეს ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია.
Chainalysis-ის კომუნიკაციების უფროსმა დირექტორმა, მადი კენედიმ განაცხადა, რომ ისინი მოძიებული თანხების ნაწილს ყოველთვის იყენებენ კომპანიის მონაცემთა ბაზების განსაახლებლად და გასაფართოვებლად.
მეორე ნაწილს კვლევით სფეროში ანაწილებენ, რომლის მიზანიაცაა Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემების ანალიზი და გაუმჯობესების ხერხების მოძიება. ასევე ეხმარებიან იმ კომპანიებს, რომელთაც სჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.