Chainalysis-ი თავის წარმომადგენლობას მთელ მსოფლიოში აფართოებს

0
1236

კრიპტოვალუტის გლობალური წამყვანი ანალიტიკური კომპანია, Chainalysis-ი თავის წარმომადგენლობას მთელ მსოფლიოში აფართოებს.

“Chainalysis-ი ხსნის ახალ ოფისებს სინგაპურსა და ტოკიოში, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მომხმარებლების უკეთესად მომსახურებისთვის”,- აღნიშნული იყო კომპანიის განცხადებაში.

ორი ახალი ოფისის შექმნით, Chainalysis-მა აიღო ვალდებულება სრულად დაეხმაროს ადგილობრივ კრიპტოვალუტის ბიზნესებს, სამთავრობო უწყებებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს.

“KuCoin–ის გატეხვა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ კრიპტო ბირჟებს, სამართალდამცავ და ფინანსურ ინსტიტუტებს მთელ მსოფლიოში სჭირდებათ გამოკვლევები და შესაბამისი ინსტრუმენტები. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვხსნით ახალ ოფისებს სინგაპურსა და ტოკიოში”,-აღნიშნული იყო Chainalysis-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ, რამდენიმე თვის წინ Blockchain კომპანიამ Chainalysis-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც კრიპტოვალუტით ტერორიზმის დაფინანსებას ეხებოდა.

”ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება, როდესაც ინფორმაცია ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ქვეყნდება. მთავრობებისთვის ტერორისტების მიერ კრიპტოვალუტის გამოყენებას თავიდან აცილება ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რის გამოც არაერთ რეგულაციას იყენებენ”, – აღნიშნული იყო Chainalysis-ის ანგარიშში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი