ამერიკის ბანკი სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს. Blockchain-ის დანერგვის მიზანი მონაცემების უსაფრთოებაზე ზრუნვაა.ბანკის შეთავაზება უზრუნველყოფს Blockchain-ის გამოყენებით ინფორმაციის გადამოწმებასა და გადარიცხვების დადასტურებას."საჭიროა არსებობდეს ისეთი პროვაიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ფინანსური მონაცემების უსაფრთოებას. ეს არის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მონაცემებს ტრანზაქციის განხორციელებისთანავე შესრულება დაადასტუროს",-აღნიშნულია ამერიკის ბანკის განცხადებაში....
იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, ქვეყანამ მარეგულირებელი სტრუქტურა უნდა გააფართოოს, რათა fintech კომპანიების განვითარებისთვის უკეთესი სივრცე შეიქმნას. გაფართოების სეგემნტში მოხვდა კრიპტოვალუტაც.ამის შესახებ ინფორმაციას Nikkei Asian Review ავრცელებს.ცვლილებები შეეხება სხვადასხვა ორგანიზაციას, რათა გარემო უფრო შესაფერისი გახდეს და პრობლემები აღმოიფხვრას.დღეიდან ახლადშექმნილი სტრატეგიული განვითარებისა და მართვის ორგანო, რომელიც...
ბოლო კვლევების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი დასახელდა ქვეყანად, რომელსაც აქვს პოტენციალი Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის სფეროში 2022 წლისთვის ლიდერი ქვეყანა გახდეს.ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთს გააჩნია სამთავრობო, ტექნოლოგიური და სამრეწველო რესურსები, გახდეს კრიპტო-ეკონომიკური ეკოსისტემის ლიდერი და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში Blockchain ტექნოლოგიის განვითარების გლობალური ცენტრი შექმნას.ანგარიშში...
ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიპტო სფეროს გარდა, გლობალური ეკონომიკის სფეროსთვის ბიტკოინი მნიშვნელოვან განსახილველ საკითხად იქცა.Avenue Capital Group-ის თანადამფუძნებელმა მარკ ლესრიმ CNBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ბიტკოინის კურსი 40.000 დოლარამდე გაიზრდება.ინტერვიუს დროს მარკ ლესრიმ განმარტა, რომ ბიტკოინი სხვა კრიპტოვალუტებისთვის მთავარი მოტივატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი იზრდება ბიტკოინის ფასი...
17 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი მკვეთრად გაიზარდა.გუშინ, ბიტკოინის ღირებულებამ 7.209 დოლარი შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 8%-ით გაიზარდა. ამასთანავე, 8 ივლისს, როდესაც ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად კორექტირდა მაშინდელი მაქსიმალური მაჩვენებელი 6.800 დოლარი იყო.18 ივლისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი 7.463 დოლარი ღირს.ბიტკოინის გარდა, გაიზარდა ეთერიუმის...
16 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი გაიზარდა, ბიტკოინი კი 6.600 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა.უფრო კონკრეტულად, კი ბიტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 4%-ზე ცოტა მეტით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტა რამდენიმე საათში 200 დოლარით გაიზარდა. ამ ეტაპზე, ბიტკოინის ფასი 6.600 დოლარის ფარგლებში განაგრძობს მერყეობას.როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ბიტკოინის ფასის ზრდა მეტწილად განაპირობა BlackRock-ის წინადადებამ....
ფინანსური მომსახურეობის მობილურმა აპლიკაცია Robinhood-მა კრიპტო პლატფორმაზე ლაიტკოინი და ბიტკოინ Cash-ი დაამატა.გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, Robinhood-ი აფართოებს სავაჭრო პლატფორმას, რაც ამ ეტაპზე, ორი კრიპტოვალუტის დამატებაში გამოიხატა. უნდა აღინიშნოს, რომ Robinhood-ის პლატფორმით 5 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.Robinhood-ის კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა თებერვალში შეიქმნა. პლატფორმაზე თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ორი...
კვირას, 15 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა. Coinmarketcap-ის სიის პირველმა 9 კრიპტოვალუტამ ფასის გაუმჯობესება დაიწყო.ერთკვირიანი პესიმისტური პოზიციების შემდეგ, ბიტკოინის კურსი გაიზარდა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ 6.300 დოლარს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1.5%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტის ღირებულება 6.354 დოლარს შეადგენს.რაც შეეხება...
ჩილეს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საბოლოო დასკვნა კრიპტოვალუტის ბირჟა Orionx-ის სასარგებლოდ გამოეტანა. გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო ბანკმა Banco Estado-მ კომპანიას დეპოზიტის ანგარიში ხელახლა უნდა გაუხსნას.სანტიაგოს სააპელაციო სასამართლოს მეოთხე პალატა დათანხმდა Orionx-ის მიერ Banco Estado-ს წინააღმდეგ შეტანილი სააპელაციო საჩივარს, რომლის მიხედვითაც, ბანკმა კომპანიის დეპოზიტის ანგარიში მარტის ბოლოს დახურა.თავის მხრივ, ბანკი...
მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი Blockchain-ზე დაფუძნებული ბანკის შექმნას გეგმავს.ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი ბანკი მალტაში იქნება დაფუძნებული. მალტა თავის მხრივ, ცნობილია, როგორც კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად განწყობილი ქვეყანა.ასევე Bloomberg-ის ცნობით, Binance-მა უკვე 5%-იანი ინვესტიცია განახორციელა, სხვა წამყვან ინვესტორებთან ერთად. ბანკის შესაქმნელად 155 მილიონი აშშ დოლარი შესაბამის...