ბაჰრეინის მთავრობის წარმომადგენლებმა ინდოეთში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები მოიწვია fintech და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ სასაუბროდ. ბაჰრეინის მიზანია რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება.ამის შესახებ ინფორმაციას The Economic Times-ი ავრცელებს.ბაჰრეინის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინდოეთში დაფუძნებულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ ქვეყანაში Blockchain პროექტები განახორციელონ.გავრცელებული ინფორმაციით, Blockchain ტექნოლოგია უნდა დაინერგოს საბანკო და სავაჭრო სფეროში.ბაჰრეინის...
აზიის წყნარი ოკეანის კონსერვატორთა კავშირი რეგიონში Blockchain ეკოსისტემის განვითარებას იწყებს. პროექტის ავტორების თქმით, ტექნოლოგიის განვითარება ავტორიტარიზმთან ბრძოლის ერთი-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება.აღსანიშნავია, რომ კავშირის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში პროექტი აღწერილია, როგორც ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკური გარემოს ჯანსაღ განვითარებას. ამასთანავე, ტექნოლოგია გამოყენებული იქნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ავტორიტარული მმართველობის ბრძოლის...
მალტის Blockchain კომპანიები საბანკო ანგარიშების გახსნას ითხოვენ.ამის შესახებ ინფორმაციას Times of Malta ავრცელებს.მედია საშუალება დაუკავშირდა რამდენიმე იურიდიულ ფირმასა და ფინანსურ კომპანიას, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბანკები ანგარიშის გახსნაზე უარს აცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანკის წარმომადგენლები კომპანიებს მხოლოდ ერთადერთ მიზეზს უსახელებენ, რომელსაც "მაღალი რისკის შემცველობას" უწოდებენ.როგორც აღმოჩნდა, მალტის საბანკო სფერო...
შვეიცარული fintech ბაზარი 2018 წელს 62%-ით გაიზარდა.ამის შესახებ კვლევის ჩატარების შემდეგ გახდა ცნობილი.Lucerne University-მ სიღრმისეული კლვევა ჩაატარა შვეიცარიის fintech ბაზართან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, გლობალური მასშტაბით ციურიხი და ჟენევა კვლავ მეორე და მესამე ადგილზე არიან.კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შვეიცარიაში 2018 წელს 356 კომპანია ოპერირებდა, ერთი წლის წინ კი...
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წლის შუა პერიოდში ქვეყნის Blockchain პოლიტიკა გაცხადდება.ამის შესახებ ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ fintech-თან დაკავშირებული კანონმდებლობა ამჟამად, მხოლოდ ევროპის ხუთი წევრი სახელმწიფოს მიერ არის საჯაროდ ცნობილი. ეს ქვეყნებია: დანია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო.გერმანიის მთავრობის განცხადებით, Blockchain...
სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი ჩინურ კომპანიასთან ერთად იმუშავებს, რათა Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით კვლევები აწარმოოს.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.სიჩუანის პროვინციაში გამართულ Blockchain სემინარების ფარგლებში სინგაპურის ეროვნულმა უნივერსიტეტმა ადგილობრივ კომპანიასთან Chongqing Jinwowo Technologies-სთან ხელშეკრულება გააფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას აქვს უკვე გამოცდილება ინოვაციურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით."ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობა ხელოვნური...
გერმანიის საავტომობილო ბრენდმა "მერსედეს-ბენცმა" Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა შექმნა, რომელიც გამჭვირვალობისა და მდგარი განვითარების ხელშემწყობი იქნება."მერსედეს-ბენცი" გერმანიის საავტომობილო კორპორაცია Daimler AG-ის პარტნიორია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანია Icertis-თან ერთად. თავის მხრივ კი, ამერიკული კომპანია Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე არის ორიენტირებული."მერსედეს-ბენცმა განაცხადა, რომ ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც საშუალებას...
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას ევროპის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. პრეზიდენტმა აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა პარიზში 56-ე საერთაშორისო სოფლის მეურნეობის გამოფენაზე.ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.მაკრონმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს ერთიანობისკენ, რათა რუსეთთან, ჩინეთთან და აშშ-სთან კონკურენციის გაწევა შესძლონ. მაკრონმა სოფლის მეურნეობის ევროკავშირის საერთო პოლიტიკასაც გაუსვა ხაზი.საფრანგეთის...
მალტაში ყველა საგანმანათლებლო სერთიფიკატი Blockchain ტექნოლოგიაზე შეინახება.ამის შესახებ ადგილობრივი ინგლისურენოვანი გამოცემა იტყობინება.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპილოტე პროგრამა ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. საგანმანათლებლო სერთიფიკატებში იგულისხმება, როგორც სასკოლო ისე საუნივერსიტეტო სერთიფიკატები.ინფორმაციის მიხედვით, მალტის მთავრობამ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Learning Machine-თან, რომელსაც აღნიშნული საპილოტო პროექტის შესრულება ევალება.ხელმოწერის...
სამხრეთ კორეის დედაქალაქის მთავრობამ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის Blockchain ტექნოლოგიასა და fintech სტარტაპში ერთ მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს.ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეა Blockchain-ის მიმართ პოზიტიური განწყობით გამოირჩევა.განცხადების თანახმად, სეულის მთავრობა "ინოვაციური ფონდის" გამოყენებას სტარტაპების დაფინანსებისთვის გეგმავს.უნდა აღინიშნოს, რომ სეულის "ინოვაციური ფონდი" გასული წლის დასაწყისში დაარსდა. ფონდის მიზანია ხელი...