დეცენტრალიზებული ელექტრონული კომერციის პლატფორმა, Bondly Finance არის უკანასკნელი დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმა, რომელიც სავარაუდო ექსპლოატაციას განიცდის.
დეველოპერთა გუნდმა ურჩია DeFi საზოგადოებას, შეწყვიტონ სავაჭრო პროცესი. Bondly Finance ჯერ არ ასაჯაროვებს თავდასხმის შესახებ დეტალებს.
”დარწმუნებული იყავით, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ვიმოქმედებთ ჩვეულ რეჟიმში, რაც შეიძლება მალე,” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
PeckShield-მა, Blockchain უსაფრთხოების და მონაცემთა ანალიტიკის კომპანიამ, ფასის ვარდნა ეთერიუმის მზარდ პოპულარობას მიაწერა. თუმცა უსაფრთხოების კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა თავად სიმბოლოს მიერ შესრულებული საბაზრო ოპერაციებიდანაც იყოს გამოწვეული, რაც უკავშირდება კანონიერ, მაგრამ სარისკო მანიპულაციებს.
“Shuttle Capital-ის ყოფილი მმართველი პარტნიორის, ბრენდონ სმიტის მიერ დაარსებული Bondly Polkadot-მა მუშაობა დაიწყო 2020 წელს, როგორც DeFi პროტოკოლი, რომ მომხმარებელს შესთავაზოს დეცენტრალიზებული პროდუქტების ეკოსისტემა, რომელიც ნებისმიერს საშუალებას მისცემს შეასრულოს ციფრული გადახდები”, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.