დევიდ ოლსენი: ინსტიტუციონალური ინვესტორები კრიპტო სფეროში ჩართვას ცდილობენ

0
926

BlockFi-ის ხელმძღვანელმა დევიდ ოლსენმა, ცოტა ხნის წინ, მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში კრიპტოვალუტების ინსტიტუციური მიღების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

BlockFi ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც კლიენტებს სხვადასხვა კრიპტო სერვისს სთავაზობს.

„მსოფლიოში ტოპ 50 ჰეჯ-ფონდის 80%, რომლებთანაც ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს, ყველა მათგანს ციფრულ ვალუტასტან გარკვეული სახით კავშირი აქვს.

მსგავსი კომპანიების დირექტორები, ვინც 25-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანები არიან, ყველა მათგანს კრიპტოვალუტაში აქვს სესხი და მაქსიმალურად არიან დაინტერესებული მასთან დაკავშირებული რისკების მართვით”,- განაცხადა დევიდ ოლსენმა.

ასევე მისი განცხადებით, მრავალი ჰეჯ-ფონდი ცდილობს კრიპტოვალუტაში ჩართვას ბოლო წლების განმავლობაში, ლიკვიდურობისა და სივრცის ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ Fidelity-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული ფინანსური ინსტიტუტების 70% კრიპტოვალუტაში ინვესტირებას მომავალ წელს გეგმავს, ხოლო 90%-მა განაცხადა, რომ აპირებს ამის გაკეთებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი