ტომ ემერი: რიპლი ფასიანი ქაღალდი არ არის

0
2020

კონგრესმენი ტომ ემერი ციფრულ ვალუტასა და Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ ზოგადად კრიპტოვალუტა და მათ შორის რიპლი ფასიან ქაღალდს არ წარმოადგენს.

ამასთანავე, ციფრული კომერციის პალატასთან თანამშრომლობით, ღონისძიებაში წარმოდგენილნი იყვნენ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან:

Circle-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯერიმ ელაიერი, რიპლის აღმასრულებელი დირექტორი, ბრედ გერლინგჰაუზი, BitPay– ის აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ პეიერი და ა.შ.

რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა, რიპლის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა მარეგულირებელი სტატუსის გარშემო სიცხადის არარსებობაა.

”ყველაზე დიდი გამოწვევა რიპლის წინაშე არის ის, რომ მარეგულირებელს არ აქვს მკაფიო პოზიცია. როგორ განისაზაღვრება ბიტკოინისა და ეთერიუმის გარდა სხვა აქტივები?!… მარეგულირებელი სისტემის არარსებობა ინოვაციას ზღუდავს”,- განაცხადა ბრედ გერლინგჰაუზმა.

შეგახსენებთ, რომ ტომ ემერი ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის განვითარებით დაინტერესებულია. ის სამი კანონპროექტის ავტორია. კანონპროექტები კრიპტოვალუტის სფეროს რეგულაციას ისახავდა მიზნად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი