BlockFi-მ ლიცენზია მიიღო

0
1094

აიოვას მარეგულირებელმა კრიპტოკრედიტის პლატფორმა BlockFi არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ვაჭრობისათვის დააჯარიმა.

სამი კვირის შემდეგ კი სწორედ ახლა ამ კრიპტო კომპანიამ შტატის მარეგულირებლისაგან მიიღო ლიცენზია ფულადი სახსრების მომსახურების გასაწევად.

ლიცენზია საშუალებას მისცემს კრიპტოკრედიტორს მიიღოს ფული და გაყიდოს გადახდის ინსტრუმენტები შტატში. BlockFi-მ Twitter-ზე განაცხადა, რომ ის თავისი სერვისების მიწოდებას სტაბილკოინების ვაჭრობით დაიწყებს. ეს ნიშნავს, რომ შტატში არსებულ პლატფორმის მომხმარებლებს სულ მალე ექნებათ სერვისებზე წვდომა.

BlockFi-ს არ უთქვამს დაფარავს თუ არა ლიცენზია მის პროდუქტს. BlockFi-ის თანახმად, მისი პროცენტული ანგარიშები არ არის რეგისტრირებული და არ არის შეთავაზებული ან გაყიდული შეერთებულ შტატებში.

მანამდე, 14 ივნისს აიოვას დაზღვევის დეპატამენტმა (IID), რომელიც პასუხისმგებელია ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე შტატში დააჯარიმა BlockFi 943,000 დოლარზე მეტით, შტატის ფასიანი ქაღალდების კანონის დარღვევისთვის.

IID-ის მტკიცებით, BlockFi-მ შესთავაზა და გაყიდა ფასიანი ქაღალდები აიოვაში, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული ან გასაყიდად ნებადართული .

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი