რუსეთში უკანონო მაინინგისთვის 21 წლის ციმბირელი ჰაკერი დააკავეს

0
2114

ციმბირის ფედერალური ოკრუგის ერთ-ერთ ქალაქის მაცხოვრებელი 21 წლის ახალგაზრდა პოლიციამ არალეგალური ბიტკოინის მაინინგისთვის დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა მაინინგისთვის სახელმწიფო სერვისების კომპიუტერებს იყენებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ახალგაზრდამ რუსეთის სამი რეგიონის საჯარო ადმინისტრაციის სერვერები გატეხა.

21 წლის ჰაკერს ბრალი უკვე წაუყენეს. უფრო კონკრეტულად, მას ბრალად ედება პროგრამული უზრუნველყოფის ბოროტად გამოყენება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციმბირელ ჰაკერს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მასშტაბით არალეგალური მაინინგის შემთხვევა პირველი არ არის. ჯერ კიდევ აპრილში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უაკანონო მაინინგისთვის ორი პირი დააკავა.

პრეს-რელიზის თანახმად, პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ენერგომომარაგების ცენტრიდან ენერგეტიკის დიდი რაოდენობა იაკრგებოდა. გამოძიების შედეგად დაადგინდა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგის ოპერაციიდან საერთო დანაკარგი 8 მილიონ კვტ-სთ-ზე მეტს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი