პაოლო არდოინო: ლუგანოში Blockchain ტექნოლოგიის მასშტაბური ქსელი ვითარდება

0
1346

პარიზში გამართულმა Blockchain Week Summit-მა მედიაზე დიდი შთაბეჭდიელბა მოახდინა.

აღსანიშნავი იყო სამიტის ლოკაციაც, რომელიც ისტორულ Palais Brongniart-ში გაიმართა. შენობა პარიზის საფონდო ბირჟის შტაბ-ბინა იყო 1826-დან 1987 წლამდე.

სამიტს ასევე ესწრებოდა Bitfinex-ისა და Tether-ის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი, პაოლო არდოინო.

პაოლო არდოინომ მთელ რიგ თემებზე ისაუბრა, მათ შორის ბიტკოინისა და Tether-ის დე ფაქტო ლეგალურ მიღებაზე შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში. რაც კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება პოტენციალის მქონე ქალაქებში მასშტაბური Blockchain ქსელები.

მარტის დასაწყისში შვეიცარიის ქალაქმა ლუგანომ, რომელიც ასევე არის შვეიცარიის მთავარი ფინანსური ცენტრი თანამშრომლობა სტაბილკოინის ოპერატორ Tether-თან დაიწყო.

პროექტი Blockchain ტექნოლოგიების დანერგვისა და ციფრული ვალუტების გამოყენების წახალისებისთვის არის შექმნილი.

გარდა ამისა, პროექტი ლუგანოს სამ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო გრანტებსაც ითვალისწინებს. დაგეგმილია Blockchain თემის გარშემო საზაფხულო ბანაკების გამართვაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი