აშშ-ს სატრანსპორტო გიგანტმა Norfolk Southern Corporation-მა განაცხადა, რომ კომპანია Blockchain-ის ტრანსპორტის ალიანსში გაწევრიანდა.
BiTA არის სავაჭრო ასოციაცია, რომლის საქმიანობის მიზანია Blockchain-ის პოპულარიზაცია და განვითარება სატრანსპორტო მრეწველობაში. სავაჭრო ასოციაცია 2017 წელს შეიქმნა, თუმცა მიუხედავად ამისა ამჟამად, ასოციაციის წევრი 250 კომპანიაა.
ამასთანავე, Norfolk Southern Corporation ახორციელებს ყველაზე ფართო ქსელს აღმოსავლეთ ამერიკაში და წარმოადგენს ნახშირის, საავტომობილო და საწარმოო პროდუქციის მნიშვნელოვან გადამტანს. მისი სარკინიგზო შვილობილი კომპანია 22 შტატში 19,500 კილომეტრს გადის და ემსახურება ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ყველა ძირითად კომპანიებს.
BiTA-ს პრეზიდენტმა კრის ბარასმა Norfolk Southern Corporation-ის გაწევრიანების შესახებ განაცხადა: “ალიანსში ამ დონის კომპანიის მიღებას უფრო მაღალ საფეხურზე აჰყვას მთლიანად ასოციაცია”.
შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში, ლოჯისტიკის ინდუსტრიის წამყვანმა წევრებმა მედიასთან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ Blockchain-ი ფასდაუდებელი ტექნოლოგიაა საქონლის გადაზიდვისა და მომსახურების ოპერაციებისთვის.