Honda და GM-ი სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას დანერგავენ

0
1730

Honda-სა და GM-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შეუერთდა ღია მობილობით Blockchain-ით გადაცემის ინიციატივას (MOBI), რათა შექმნან გლობალური სტანდარტი, ლეჯერ ტექნოლოგიების ხელშეწყობით, ელექტრო მანქანების დამუხტვის დეცენტრალიზებული სისტემებისათვის.

ქარის ან მზის მიერ წარმოქმნილი ჭარბი ენერგიის შენახვა დიდი პრობლემაა განახლებადი ენერგიის ინდუსტრიისთვის, რადგან ელემენტები ძალიან ძვირია. თუმცა ელექტრომობილებს უკვე აქვთ შენახვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, ამიტომ დიდი სამუშაოა მათ დეცენტრალიზებულ ენერგეტიკულ ქსელებში ჩართვისთვის საჭირო, განახლებადი ენერგიის შესანახად.

MOBI-ს ელექტრული ავტომობილების ქსელის ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის პირველი დიზაინის სპეციფიკაცია ითვალისწინებს დატენვის დეცენტრალიზებული ქსელების საფუძველს, რაც უკეთესად გამოიყენებს მწვანე ენერგიის ჭარბ მარაგს.

MOBI-ს დამფუძნებელი ტრამვა ვო, ირწმუნება, რომ აღნიშნული სტანდარტის შექმნა დაეხმარება კომპანიებს და გააძლიერებს ინდუსტრიას.

კომპანიებს შეეძლებათ ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებთან ურთიერთობა, რაც გულისხმობს კრიპტოვალუტით მათ უსაფრთხო შესყდვას და ამ სახის გადახდის სისტემებში თაღლითობების მინიმუმამდე დაყვანას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი