ინდოეთის მინისტრთა კაბინეტმა ხელი მოაწერა BRICS Interbank-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ლეჯერ ტექნოლოგიების კვლევას ეხება.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება ANI ავრცელებს.
მინისტრთა კაბინეტი არის გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანო ინდოეთში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ხელმძღვანელბს.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს DLT-ს შესახებ მეტი ინფორმაციის გაგებას, რის შემდეგაც განისაზღვრება ის სფეროები, სადაც ტექნოლოგიის გამოყენებით სხვადასხვა საბანკო პროცედურა გაუმჯობესდება.
კვლევაში მონაწილეობს იღებს: Exim Bank-ი და სხვა BRICS წევრი ქვეყნების ბანკები; ესენია: ბრაზილიის ნაციონალური ბანკი, ჩინეთის განვითარების ბანკი, რუსეთის Vnesheconombank-ი და სამხრეთ აფრიკის განვითარების ბანკი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელი მოეწერა იოჰანესბურგში, მე-10 საერთაშორისო BRICS სამიტზე. სამიტის ძირითადი თემა “მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის” დროს ეკონომიკურ განვითარებას ეხებოდა. ბანკები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეისწავლიდნენ ციფრული ეკონომიკის განვითარების საკითხებს.
“მიმდინარე ხელშეკრულება ბანკებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ, თუ როგორ გამოიყენონ ინოვაციური ტექნოლოგიები ფინანსებისა და საბანკო პროდუქტების ოპტიმიზაციის საკითხში”,- განაცხადა მიხეილ ბოლუბოიარინოვმა, Vnesheconombank-ის მმართველი საბჭოს წევრმა.