Blockchain-ის პლატფორმა Maecenas-ი მსოფლიოში ხელოვნების ნამუშევრების პირველ კრიპტოაუქციონს გამართავს.
20 ივნისს პლატფორმა 5.6 მილიონ დოლარად შეფასებულ ენდი უორჰოლის “14 მცირე ელექტრო სკამს” გამოიტანს გასაყიდად. ნამუშევარი ბრიტანეთში დაფუძნებული Dadiani Syndicate-ის ნატიფი ხელოვნების გალერეაში იქნება წარმოდგენილი.
ნამუშევრის შეძენა ბიტკოინითა და ეთერიუმით იქნება შესაძლებელი.
Maecenas-ი ქმნის ციფრულ სერთიფიკატებს, რომლებიც Blockchain-ზე ხელოვნების ნაწარმოებებთან არის დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ პლატფორმის დახმარებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვაჭრობა.
პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ “ჭკვიან კონტრაქტებში” აისახება უორჰოლის ნამუშევრის ფასი და ყიდვა-გაყიდვის კონკრეტული ჩანაწერი. პრეს-რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მყიდველი ვალდებულია გაიროს რეგისტრაცია და ფულის გათეთრენის წინააღმდეგ კონკრეტული მითითებები შეასრულოს.
Dadiani Syndicate-ის ნატიფი ხელოვნების გალერეამ 2017 წელს დაიწყო კრიპტოვალუტის მიღება. გალერეა გადახდის საშუალებად აღიარებს ბიტკოინს, ეთერიუმსა და ლაიტკოინს.
შეგახსნებეთ, რომ Blockchain ტექნოლოგია საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიურად გამოიყენება კულტურისა და განათლების სფეროში.