ციურიხში დაფუძნებული Blockchain კომპანიის მოგება 22.6 მილიონ დოლარამდე არის გაზრდილი

0
1672

ცოტა ხნის წინ შვეიცარიის კომერციული რეესტრიდან გამოქვეყნდა ამონაწერი, რომლის თანახმადაც, თებერვლის თვეში ციურიხში დაფუძნებულმა Blockchain კომპანიამ B3i Service AG-მა თავისი კაპიტალი 16 მილიონი დოლარით გაზარდა.

B3i Service AG-ი არის კომპანია, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა. დღევანდელი მონაცემებით კომპანიის კაპიტალი 22.6 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომპანია მიზნად ისახავს Blockchain სავაჭრო პლატფორმის განვითარებას სადაზღვევო ინდუსტრიაში, რათა სისტემა უფრო მოქნილი და უსაფრთხო იყოს.

Blockchain ტექნოლოგიის მიმართ შვეიცარიის მთავრობა პოზიტიურად არის განწყობილი. ივლისის თვეში შვეიცარიის ქალაქ ცუგში ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები, სადაც Blockchain ტექნოლოგია გამოიყენეს. საარჩევნო პროცესი წარმატებით დასრულდა.

ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ საარჩევნო სისტემაში Blockchain-ის ჩართვა მომხდარიყო და მოქალაქეებს ხმა პირდაპირ საკუთარი მობილური ტელეფონიდან მიეცათ.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დითერ მიულერმა განაცხადა, რომ “პრემიერა” წარმატებით შედგა.

შეგახსენებთ, რომ ცუგში კრიპტოვალუტისა და Blockchain განვითარებისათვის გლობალური ჰაბი “კრიპტო ველი” არის შექმნილი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ეკოსისტემების კრიპტოვალუტის, Blockchain-ისა და დისტრიბუციული ლეჯერი ტექნოლოგიების ერთ-ერთ ცენტრია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი