IOHK-ის კომპანიამ Blockchain-ის საუნივერსიტეტო კვლევებისთვის 500.000 დოლარის დონაცია განახორციელა

0
1540

პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია IOHK-მა, რომელიც კარდანოს ბაზაზე არის დაფუძნებელი განაცხადა, რომ 500,000 აშშ დოლარის დონაცია განახორციელა. თანხა ვაიომინგის Blockchain უნივერსიტეტისთვისაა განკუთვნილი.

დონაცია ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების ლაბორატორიის მხარდაჭერასა და განვითარებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე როგორც ცნობილია პროფესორი ჯეიმს კალდველი, ასისტენტ-პროფესორი მაიკ ბოროვქექი და ფილიპ შლუმპი უხელმძღვანელებენ Blockchain–ის კვლევისა და განვითარების ლაბორატორიას.

მაიკ ბოროვქექიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ IOHK–ის შემოწირულობას ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები გამოიყენებენ.

”ეს დაფინანსება მიზნად ისახავს ახალგზრდებში მოტივაციის ამაღლებასა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებას Blockchain სექტორში. სტუდენტური კვლევები, ბაკალავრიატისა და სამაგისტრო საფეხურის დონეზე, ამ ინიციატივის ძირითადი ნაწილია. ჩვენი კვლევისა და განვითარების ლაბორატორია კონცენტრირებულია როგორც ყველა სამუშაოს თეორიულად დასაბუთებაზე, ასევე მათ პრაქტიკულად განხორციელებაზეც”,- განაცხადა ასისტენტ-პროფესორმა მაიკ ბოროვქექმა.

შეგახსენებთ, რომ ვაიომინგის შტატი განსაკუთრებით დაინტერესებულია Blockchain ტექნოლოგიით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Blockchain-ის გამოყენება ვაიომინგის მთავრობის ადმინისტრაციაშიც იგეგმებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი