კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1696

წინა კვირას ციფრული ვალუტების ფასების ზრდა დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი კვირა კრიპტოვალუტის ბაზრისთვის პოზიტიური იყო.

ბიტკოინი

ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი გაუმჯობესდა. ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში, თუკი ბიტკოინის ფასი მოიმატებს ფასის ნიშნული შესაძლოა, 4.255 დოლარამდე გაიზარდოს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა 4.255 დოლარის ნიშნულს მიაღწევს მომდევნო ფასის ნიშნული 5.273 დოლარი იქნება. თუმცა, თუ ბიტკოინის კურსი შემცირდა მოსალოდნელი დონე 3.555 შემდეგ კი, 3.236 დოლარია.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ პოზიციები შეინარჩუნონ, მანამ სანამ ფასის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდება.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი ზრდას განაგრძობს. კურსის გაუმჯობესების შემთხვევაში კი მოსალოდნელი დონე 134 დოლარია. თუ ალტკოინი ამ ნიშნულს დასძლევს მაშინ მისი ფასი შესაძლოა, 167 დოლარამდეც კი გაიზარდოს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კი მოსალოდნელია, ფასი 116 დოლარამდე შემცირდეს. თუ ეთერიუმის კურსი ამ ნიშნულს ჩამოსცდება მოსალოდნელი დონე 103 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მანამდე შეწყვიტონ ვაჭრობა სანამ ფასი 100 დოლარამდე დაეცემა.

რიპლი

ბოლო სამი დღის განმავლობაში რიპლის კურსი 0.30 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ფასის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდება მაშინ, როდესაც ალტკოინის კურსი 0.40 დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა მანამდე აუცილებელია, რომ რიპლის კურსი 0.33 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდეს.

იმ შემთხვევაში თუ ფასი დაეცემა მოსალოდნელი დონეები 0.28 შემდეგ კი 0.24 დოლარი იქნება.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსი 40 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამჟამად, ლაიტკოინი ცდილობს, რომ 47 დოლარის დონეს მიუახლოვდეს. თუკი ალტკოინი ამას შეძლებს მომდევნო სამიზნე ფასი 56 დოლარია.

თუმცა, თუ ლაიტკოინის კურსმა კლება დაიწყო მოსალოდნელია, რომ ფასი 27 დოლარამდე შემცირდეს.

ასეთ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა 36 დოლარზე შეწყვიტონ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 122 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი კრიპტოვალუტის ფასი გაიზრდება მაშინ მოსალოდნელი დონე 141 დოლარი იქნება.

როცა კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს მიაღწევს ექსპერტები რეკომენდირებენ, რომ ტრეიდერებმა ეს პოზიცია ხანგრძლივად შეინარჩუნონ. თუკი ბიტკოინ Cash-ის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება სამიზნე დონეებია 175 და 220 დოლარი.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის კურსი შემცირდება მოსალოდნელია, რომ ფასი 105 დოლარამდე დაეცეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი