სამხრეთ კორეის მთავრობა Blockchain-ის კვლევას სხვადასხვა მიმართულებით განაგრძობს

0
1752

სამხრეთ კორეის მთავრობამ Blockchain გუნდის წერილობითი შენიშვნები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით მსჯელობა მიმდინარეობს ტექნოლოგიის ქალაქის ადმინისტრაციულ სამსახურებში ინტეგრაციის შესახებ.

სეულის Blockchain გუნდი ქვეყნის მთავრობამ კონკრეტულ მიზნებისთვის ჩამოაყალიბა. გუნდის მიზანი სხვადასხვა ქალაქის ადმინისტრაციაში ტექნოლოგიის სარგებლის შესწავლა იყო. სარგებელში ასევე იგულისხმობოდა ციფრული დოკუმენტების შემოწმების სისტემაც.

როგორც მედიისთვის არის ცნობილი, ჯგუფში შემავალი წევრების ასაკი 21-დან 77-მდე მერყეობს. პროექტის მონაწილეთა შორის არიან უნივერსიტეტის სტუდენტები, კორპორატიული თანამშრომლები, დეველოპერები და ა.შ.

პროექტის ფარგლებში, ჯგუფის წევრები შეამოწმებენ Blockchain-ის ადმინისტრაციული მომსახურების საპილოტო ვერსიას. ამის შემდეგ კი ყველანაირი სახის ინფორმაციას ჩაიწერენ, რომელსაც პროექტის განხორციელების დროს მიიღებენ. პროექტი კი 2019 წლიდან 2020 წლამდე გაგრძელდება.

პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ Blockchain ტექნოლოგიის ამ კუთხით გამოკვლევა შედეგიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავცელებული ინფორმაციის მიხედვით, გარდა ქალაქის ადმინისტრაციაში ტექნოლოგიის დანერგვისა, სამუშაო ჯგუფის წევრები სხვადასხვა სამთავრობო სამსახურში, მათ შორის ონლაინ საარჩევნო სისტემებში, Blockchain-ის დანერგვასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც შეისწავლიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი