8 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1407

პარასკევს, 8 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტების ფასების ზრდა სპონტანურად მოხდა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ ციფრული ვალუტების კურსის მაჩვენებეი შემცირებული იყო.

ბიტკოინის კურსმა 3.400 დოლარის ზღვარი დაარღვია. კრიპტოვალუტამ დღის განმავლობაში 7.76%-ით მოიმატა და ამჟამად, 3.600 დოლარის ფარგლებში განაგრძობს მოძრაობას.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის ფასი დღის მანძილზე ნელ-ნელა იზრდებოდა. დღის ბოლოს კი ბიტკოინის ფასს 3.663 დოლარის ნიშნული ეკავა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე უდიდეს ციფრულ ვალუტას, რიპლის: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასის მაჩვენებელი 5.98%-ით იყო გაზრდილი. კრიპტოვალუტის კურსი კი 0.31 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 121 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი