ამერიკული პრესის ასოციაცია Blockchain-ის გამოყენებას იწყებს

0
2184

ამერიკული პრესის ასოციაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებლი სტარტაპ Civil-თან პარტნიორობას იწყებს.

თანამშრომლობის მიზანია ინტელექტუალური საკუთრებაზე უფლებების დაცვა და ეთიკური ჟურნალისტიკის მხადაჭერა. ეს ყველაფერი კი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით გახდება შესაძლებელი.

ასოციაცია გამოაქვეყნებს პროექტის შესახებ ყველანიარი სახის ინფორმაციას, რაც საშუალებას მისცემს ჟურანისტიკის სფეროს წარმომადგენლებს ჩაერთონ ამ პროექტში და მიიღონ შესაბამისი ლიცენზია.

პროექტში მონაწილე ყველა პირი ფლობს CVL ტოკენს. ჯიმ კენედიმ, რომელიც არის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სტრატეგიებისა და საწარმოო განვითარების კუთხით განმარტა:

“პრესის ასოციაციას ახალი ათასწლეული ახალი ციფრული ტერიტორიების ათვისკებისკენ უბიძგებს. სამოქალაქო სივრცე იწყებს სხვა ახალ სივრცეში გადასვლას საინტერესო ტექნოლოგიით. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, გავზარდოთ სივრცე და ვაჩვენოთ ჩვენი ღირებულება ციფრული გამომცემლობაში”.

Civil-ი არის სტარატაპი, რომელიც სამოქალაქო ჩართულობას გულისხმობს. ამასთანავე, პროექტი ჟურნალისტიკის სფეროში საკუთრების უფლებებისა და შინაარსის გამოყენების თვალსაზრისით ტექნოლოგიების დანერგვას უწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ პრესის ასოციაცია 1846 წელს ნიუ-იორკში დაარსდა. ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინფორმაციო სააგენტო. 2016 წლის მონაცემებით, ასოციაციას 263 საინფორმაციო ბიუროს აქვს 106 ქვეყანაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი