ირლანდიის ფინანსთა სამინისტრო Blockchain-ზე დაფუძნებულ სამუშაო ჯგუფს ქმნის

0
1929

ირლანდიის ფინანსთა მინისტრი Blockchain-ზე დაფუძნებული სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით გამოდის. აღნიშნული ჯგუფი სამთავრობო სტრუქტურებს შორის შეთანხმებულ რეგულაციის სისტემას უზრუნველყოფს.

ახალი სამუშაო ჯგუფი, რომლის ანგარიშის სახელწოდებაა “ვირტუალური ვალუტა და Blockchain ტექნოლოგია” მიზნად ისახავს, რომ კრიპტოვალუტის მიმართ მთავრობას კოორდინირებულ მიდგომაში დაეხმაროს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ფინანსთა სამინისტროს ვარაუდით, ქვეყანაში დაბანდებული კაპიტალის 6.3 პროცენტი 2012 წლიდან 2016 წლამდე Blockchain-ზე დაფუძნებულ ბიზნესში განხორციელდა.

ანგარიშის ავტორები კანონმდებლებს არწმუნებენ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა სახის უსაფრთხოებასთან აქვთ საქმე, როდესაც ვირტუალური ვალუტით ტრანზაქციას ახდენენ.

რაც შეეხება კრიმინალს:

“მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალი, რომელიც ვირტუალურ ვალუტებთან არის დაკავშირებული მთავრობისთვის რისკს წარმოადგენს, არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ვირტუალური ვალუტის უმრავლესობა ინვესტორებისა და კანონიერი მფლობელების მიერ არის შეძენილი.”,-ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ Blockchain ტექნოლოგია ხელს შეუწყობს ფინანსურ სექტორში ეფექტურობისა და საიმედოობის გაზრდას, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების მოგვარებასაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი