მსოფლიოს ათამდე წამყვანი ბანკი Blockchain-ის პროექტში მონაწილეობს

0
1477

“როიტერის” ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემის შესაქმნელად განახორციელეს. სისტემა გლობალურ დონეზე გადარიცხვებს უზრუნველყოფს.

შვეიცარიული ბანკის UBS Group AG-ისა და ლონდონში დაფუძნებული ტექნოლოგიების სტარტაპის Clearmatics-ის მიერ 2015 წლის დასაწყისში დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა.

“როიტერს” სხვადასხვა წყარომ განუცხადა, რომ პროექტში ამ ეტაპზე ათამდე მსხვილი ბანკია ჩართული. პროექტის შედეგები 2020 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

როგორც ცნობილია, ბანკების 50 მილიონის ინვესტიცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული. “როიტერის” ინფორმაციით პროექტში მონაწილეობენ: UBS-ი, Banco Santander-ი, Bank of New York Mellon Corp-ი, State Street Corp-ი, Credit Suisse Group AG-ი, Barclays PLC-ი, HSBC Holdings Plc-ი და Deutsche Bank AG-ი.

Barclays-ის პრესსპიკერმა “როიტერთან” საუბარში აღნიშნა: “ჩვენ ვმონაწილეობთ პროექტში და ვადასტურებთ, რომ კვლევისა და განვითარების ფაზის დაწყებიდან დასრულებამდე ვიქნებით პროექტის წევრები”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი