კოლორადოს შტატის გუბერნატორობის კანდიდატი Blockchain-ის განვითარებაზე იზრუნებს

0
3279

კოლორადოს შტატის გუბერნატორობის კანდიდატი ჯერედ პოლისის საარჩევნო კამპანიის საკითხებს Blockchain ტენოლოგიაც დაემატა.

გუბერნატორობის კანდიდატი მიზნად ისახავს, ​​როგორც ბიზნესში ასევე სამთავრობო უწყებებში Blockchain-ის დანერგვას.

თავისი კამპანიის ფარგლებში, პოლისი მხარს უჭერს ხუთ Blockchain-თან დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებას, მათ შორის არის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ინფრასტრუქტურის განვითარება არჩევნების უზრუნველსაყოფად და სახელმწიფოს მასშტაბით სახელმწიფო ფულადი სახსრების ტრანსმისიის კანონმდებლობისგან ციფრული ვალუტის გათავისუფლება.

პოლისი ასევე მხარს უჭერს Blockchain-ზე დაფუძნებულ სახელმწიფო ენერგოსისტემასა და Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით სამთავრობო ბიუროკრატიის შემცირებას.

ჯერედ პოლისი ამბობს, რომ ის იმუშავებს, რათა შეიქმნას კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნოლოგიას, რომელიც აუცილებელიც არის მომსახურეობის სფეროსთვის.

ამერიკის ზოგიერთი სხვა შატატი ამ დროისთვის უკვე ჩართულია ლეჯერ ტექნოლგიების საყოველთად გავრცელებაში. კონექტიკუტის გუბერნატორმა დენიელ მელოუმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს Blockchain-ის სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომლის მიზანიც ტექნოლოგიის შესწავლა იქნება, რათა მომავალში შტატი ლიდერი იყოს Blockchain ტექნოლოგიის განვითარების კუთხით.

შეგახსენებთ, რომ კოლორადოს გუბერნატორობის კანდიდატი ჯერედ პოლისი, რომელიც ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში მუშაობს, კაპიტოლ ჰილზე იმ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებს აქტიურად იკვლევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი